Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების მიხედვით, ქართული ოცნება ლიდერობს
Civil.ge
14 September 2017, 19:05

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში, 1 ივლისიდან 13 სექტემბერამდე, 11 პარტიისათვის გადარიცხული 7.7 მლნ-ზე მეტი ლარიდან, შემოწირულობის 95% - ქართულმა ოცნებამ, 4% კი ევროპულმა საქართველომ მიიღო. დანარჩენ 9 პარტიას ჯამში შემოწირულობის 1% ერგო. მონაცემები 13 სექტემბერს გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ლომჯარიამ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.

აუდიტის სამსახურის თანახმად, ბოლო 2.5 თვის მანძილზე პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები შემდეგნაირად ნაწილდება: ქართულმა ოცნებამ 7.34 მლნ ლარი მიიღო. მეორე ადგილზე, 323 675 ლარით, ევროპული საქართველოა. პატრიოტთა ალიანსმა და გირჩმა თითქმის თანაბრად 15 600 და 15 300 ლარი მიიღეს. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას 12 ათას ლარზე მეტი, ეროვნულ ფორუმს 9 ათას ლარზე მეტი, ხოლო - ნაციონალურ მოძრაობას 5 ათას ლარზე მეტი შესწირეს. ოთხმა პარტიამ - დემოკრატიულმა მოძრაობამ, კომუნისტურმა პარტიამ, საქართველოს მშვიდობისათვის და რესპუბლიკელებმა - ჯამში 2 ათას ლარამდე მიიღო. 

აუდიტის სამსახურმა ივლის-აგვისტოს თვეებში განხორციელებული შემოწირულობების შესახებ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია 225 ფიზიკური და 14 იურიდიული პირის შემოსავლების შესახებ.

„ჩვენ დაბარებული გვყავს 14 ფიზიკური  პირი, აქედან ექვსი არის ევროპული საქართველოს, ხოლო რვა ქართული ოცნების შემომწირველი, რომელთა შემოსავლებთან დაკავშირებით ჩვენ გაგვიჩნდა კითხვები“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ. 

გამოკითხვაზე დაბარებული ქართული ოცნების შემომწირველების მიერ ჯამურად გადარიცხული თანხა 240 ათას ლარს, ხოლო ევროპული საქართველოსი კი - 60 ათას ლარზე მეტს შეადგენს. 

საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს შემოსავლების დეკლარირება 2011 წლის ბოლოდან დაევალათ. პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს.

კანონის თანახმად, იურიდიულ პირს უფლება აქვს, სასურველი პოლიტიკური პარტიისთვის, ყოველწლიურად მაქსიმუმ 120 ათასი ლარის შემოწირულობა გაიღოს, ხოლო ფიზიკური პირების შემოწირულობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს.

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი